ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და სატყეო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და სატყეო უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებმა ბსუ-ს აკადემიურ პერსონალთან, მკვლევრებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და სატყეო უნივერსიტეტი ერთერთი წამყვანი დაწესებულებაა მსოფლიოში აგრარული ბიოლოგიის (ხორბლის სელექცია, ენტომოლოგია...), მცენარეთა დაცვის, მებაღეობის, სატყეო მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით წარმოებული კვლევებით.

2014 წლიდან ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს სამეცნიერო ურთიერთობა აქვს ჩრდილო-დასავლეთის აგრარული უნივერსიტეტის მარცვლეულთა სტრესის ბიოლოგიის მთავარ ლაბორატორიასთან. 2016 წელს ამ კოლაბორაციის ფარგლებში, ჩინური მხარისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით ზემოთაღნიშნულ ლაბორატორიაში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი ქეთინო ნაცარიშვილი იმყოფებოდა, სადაც მას საშუალება მიეცა  დარგის წამყვან მეცნიერებთან ერთად აეთვისებინა პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის უახლესი მეთოდი (PCR-SSR) და  შეესრულებინა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი - მოლეკულური მარკერების გამოყენებით შეესწავლა ხორბლის ყვითელი ჟანგას ქართული პოპულაციის მრავალფეროვნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა