ბსუ-მ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტში გამართულ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში. პროექტი კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღებას ითვალისწინებს. ასევე განიხილება გაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატები, რომლებიც  თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურმა  პარტიებმა უნდა მიიღონ.


ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა