გარდაიცვალა ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი ცირა ჭყონია

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ცირა ჭყონია. ახალგაზრდა მეცნიერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავალი თაობების აღზრდასა და ლექსიკოგრაფიის დარგის განვითარებაში. ცირა ჭყონიას სახელთანაა ასევე  დაკავშირებული ბსუ-ში ინგლისური ენის პრაქტიკული კურსის სწავლება. სამწუხაროდ, მან სრულად ვერ განახორციელა თავისი გეგმები. ცირა ჭყონიას ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება მისი კოლეგებისა და სტუდენტების გულებში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა