
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან სვანიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+-ის ფარგლებში ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენა, გერმანია) გამართულ საერთაშორისო ერთკვირიან ტრენინგში. საქართველოსა და ევროპის 15-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროცედურებს გაეცნენ. განიხილეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურის ხარისხის უზრუნველყოფა, კრედიტებისა და ქულების აღიარების პროცედურა და მობილობის ფინანსური მხარე.
უკან |