27 ნოემბერი - გლოვის დღე

სურათი

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სახელმწიფო დროშები დაეშვა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სტუდენტებმა სასტუმროს წინ  ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს. 24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე იყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა