ბსუ საერთაშორისო გამოფენაზე “BATUMI BUILD 2017"

სურათი

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაში “BATUMI BUILD 2017", რომელიც გაიმართება სასტუმრო "შერატონში". 3-დღიან გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ინოვაციურ ლაბორატორიაში  სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციები და შენობა-ნაგებობების მაკეტები. გამოფენა იმართება  “ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა