ბსუ გამოფენაზე “BATUMI BUILD 2017”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაში “BATUMI BUILD 2017", რომელიც სასტუმრო "შერატონ ბათუმში"იმართება. 3-დღიან გამოფენაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ინოვაციურ ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციები და შენობა-ნაგებობების მაკეტები. გამოფენა „ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებით ტარდება და მასში 7 ქვეყნის 80-მდე კომპანია მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა