დისკუსია თემაზე: „2007 წლის 8 ნოემბერი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა“

სურათი

სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა თემაზე: „2007 წლის 8 ნოემბერი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ექვსი წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და სპეცრაზმელების მიერ უნივერსიტეტის დარბევის ფაქტი დაგმეს. დისკუსიის ორგანიზატორებმა ბსუ-ს დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები და მასმედიის საშუალებებით გავრცელებული მასალები წარმოადგინეს. შეხვედრაზე სტუდენტური მოძრაობის წევრმა გოჩა სურგულაძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „უნივერსიტეტის ავტონომია (სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს გეგმები 2007 წლის უნივერსიტეტის დარბევის გამოძიებასთან დაკავშირებით)“, ხოლო აქციის მონაწილემ ცოტნე ანანიძემ ისაუბრა საკითხზე: „რა სურდათ სტუდენტებს აღნიშნული პროტესტის გამოხატვით და მისი სამართლებრივი შეფასება“. დისკუსიის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს დამნაშავეთა გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა