![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_926_1_s.jpg)
ბათუმის სასპორტო სკოლის საკალათბურთო დარბაზში კალათბურთში სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა. პირველობისთვის ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი და ქუთაისის საკალათბურთო გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 87:85 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატი 19 ოქტომბერს დაიწყო და მასში 9 გუნდი მონაწილეობს: "შსს აკადემია", "ოლიმპი", "არმია", "ქუთაისი", "დინამო", "სოხუმი", "რუსთავი", "ბათუმი", "მაკაბი".
უკან |