ლექციათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“ დასრულდა

სურათი

ლექციათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორია - სოვლაბის“ მკვლევრების დავით ჯიშკარიანისა და ირაკლი ხვადაგიანის საჯარო ლექციით - „დამფუძნებელი კრების წევრობიდან საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლამდე“ დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების  შესახებ და დაჯილდოვდნენ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის „რატომ ევროპა“ მონაწილე სტუდენტები. ლექციათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის - „ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში ჩაატარა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა