იურიდიული დეპარტამენტის ამოცანაა უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშობით უზრუნველყოს უნივერსიტეტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების ინიცირება, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და რედაქტირება/შეთანხმება;
გ) უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების კოდიფიცირება და უნივერსიტეტის მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
დ) უნივერსიტეტში გასაფორმებელი სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა (შეთანხმება/ვიზირება);
ე) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე უნივერსიტეტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) უნივერსიტეტის პერსონალის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის, ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულების დებულებების და პერსონალის ფუნქციათა აღწერილობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან (საქმისწარმოების სამსახური (კანცელარია)) ერთად მომზადება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და უნივერსიტეტის სხვა აქტებით განსაზღვრული ფუნქციები.
დეპარტამენტის უფროსი - ჟანა ჯიბლაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995(422) 27 17 74;
ელ. ფოსტა: zhanajibladze@gmail.com; jana.jibladze@ bsu.edu.ge
მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახები N 3 და N13 (მათ შორის უფროსი N3-ში.)


უკან |