სასწავლო პროცესის დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომლის შემადგენლობაში შედის ქვესტრუქტურული ერთეულები:
ა) დიპლომების გაცემისა და რეესტრის სამსახური;
სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (სასწავლო წლის დაგეგმვა და სხვა ღონისძიებები) და სამაგისტრო, სარეზიდენტო და სადოქტორო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა (პროგრამებზე მიღების გამოცხადება, კონკურსისა და ჩარიცხვის პროცედურების ხელშეწყობა);
ბ) ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი მონაცემების დამუშავების შედეგად აკადემიური და მოწვეული პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება;
გ) უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიმართულებებში ან/და უნივერსიტეტის სხვა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე მსმენელთა ჩარიცხვის/ამორიცხვის, სერტიფიკატების გაცემის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრის, პერსონალის მიერ შესრულებელი სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, უფლებამოსილ პირთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების შეთანხმება;
დ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჯგუფებში ზღვრული ოდენობის მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ე) უნივერსიტეტის დამატებით სპეციალობაზე/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/არჩევით კურსებზე (თავისუფალი კომპონენტი) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის ადმინისტრირება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) სტუდენტთა მობილობის (შიდა მობილობის) ორგანიზება და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით ფაკულტეტებთან ერთად წარმართვა;
ზ) სტუდენტთა კონტიგენტთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
თ) პერსონალის მიერ აკადემიური დატვირთვის შესრულების (სასწავლო პროცესის) მონიტორინგი, გამოვლენილი ხარვეზების (არსებობის შემთხვევაში) აღრიცხვა და შემდგომი რეაგირებისათვის წარმართვა;
ი) საათობრივი ანაზღაურების წესით შესრულებული სამუშაოს პროპორციულად პერსონის შრომის ანაზღაურების გაცემის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით პასუხების მომზადება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორის, რექტორის მოადგილეების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებაების შესრულება.
დეპარტამენტის უფროსი - ირმა ქერქაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995(422) 29 27 03;
ელ. ფოსტა: i.qerqadze@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი N19
დიპლომების გაცემისა და რეესტრის სამსახური - კორპუსი III, ოთახი N 403 და N406
უკან |