საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა (უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ანგარიშების ხელმისაწვდომობა და საჯაროობა; სასწავლო და სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან/და განხორციელებული ღონისძიებების საჯაროობა);
ბ) სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანთლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და მასმედიასთან უნივერსიტეტის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
გ) უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა;
დ) პრესკონფერენციების, რეგულარული ინტერვიუების, საგანგებო ბრიფინგების და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება/მოწყობა, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით;
ე) უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება, ვებგვერდზე განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (სოციალური ქსელი, პრესა და სატელევიზო სიუჟეტები) მასალების ყოველდღიური ანალიზი და ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმირება;
ზ) უნივერსიტეტის ელექტრონული რესურსების (ოფიციალური ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში ბსუ-ს გვერდის) და ბსუ-ს საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მართვა და ადმინისტრირება;
თ) უნივერსიტეტის გაზეთის „ბათუმის უნივერსიტეტი“ მატერიალური სახით გამოსაცემად მომზადება, უნივერსიტეტის ვებგვერდზე შესაბამისი ნომრის, ასევე საგაზეთო ჩანართების ელექტრონული ვერსიის მომზადება და განთავსება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
სამსახურის უფროსი - ნინო დოლიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 (422) 27–15–39;
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, მე-2 სართული, ოთახი N33

უკან |