გამომცემლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულია, რომლის შემადგენლობაში შედის სტამბა.
გამომცემლობის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) უნივერსიტეტში ხარისხიანი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვის ხელშეწყობა;
გ) გამომცემლობის პროდუქციისათვის (ნაშრომის, წიგნის და სხვა) საერთაშორისო ნომრისა და საგამომცემლო მარკის მინიჭების მიზნით საჭირო ქმედების განხორციელება;
დ) უნივერსიტეტის გამომცემლობაში მომზადებული ლიტერატურისა და სხვა სახის მასალის უნივერსიტეტის სტამბაში დაბეჭდვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
გამომცემლობა უფლებამოსილია გამოსცეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურა, კერძოდ:
ა) აკადემიური და სამეცნიერო წიგნები: სამეცნიერო ლიტერატურა (მათ შორის ნათარგმნი), ლექსიკონები, ცნობარები, დარგობრივი ლიტერატურა;
ბ) პერიოდული გამოცემები: სტუდენტური და დარგობრივი სამეცნიერო ჟურნალები, კონფერენციების მასალები და თეზისები;
გ) ელექტრონული დარგობრივი ჟურნალები: ყველა სახის ელექტრონული გამოცემები - პერიოდული, დარგობრივი, გასართობი, შემეცნებითი;
დ) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე - კომერციული გამოცემები: თანამედროვე ლიტერატურა, საბავშვო წიგნები, ალბომები და გზამკვლევები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ქართული კლასიკური ტექსტები, ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა და სხვა.
გამომცემლობის დირექტორი - ნანა ხახუტაიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +(995 422) 27 64 56
ელ.ფოსტა: publisher@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი III, ოთახები N 310, და N312 (ხოლო სტამბა - კორპუსი IV, პირველი სართული).
უკან |