საგამოცდო ცენტრი

ბსუ-ს საგამოცდო ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში გამოცდების ერთიანი სისტემის დანერგვა და სწავლის ხარისხის ამაღლება.

ბსუ-ს საგამოცდო ცენტრის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტში ჩასატარებელი გამოცდების (პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე შუალედური, დასკვნითი/დამატებითი გამოცდების, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების, მობილობის პროცესის თანხმლები გამოცდების, უცხო ენის ცოდნის განმსაზღვრელი და სხვა) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტში მოქმედი ,,გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის“ შესაბამისად ორგანიზება და ჩატარება;

ბ) უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის გამართული ტექნიკური აღჭურვილობით და სამართლებლივ გარემოში წარმართვის ორგანიზება და ხელშეწყობა, მათ შორის სტუდენტთა უფლებების დაცვა, მათთვის გამოცდის ჩატარების წესის, ვადის და ფორმატის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის, გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება.

გ) უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტზე საგამოცდო შეფასებების შესახებ ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა;

დ) საგამოცდო ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა და სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება;

ე) ფაკულტეტების დარგობრივი დეპარტამენტებიდან საგამოცდო მასალის (ტესტების, ბილეთების, დავალებების) წარმოდგენაზე, მათ შორის მათი განახლების ვადების დაცვის მონიტორინგი;

ვ) საქმიანობის გამჭირვალობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

 

 

საგამოცდო ცენტრის უფროსი - ეკა ბაღდოშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: e.bagdoshvili@bsu.edu.ge;  ekabagdoshvili@mail.ru

ტელ: +995(422) 29 29 73

მისამართი: ქ. ბათუმი,  ფიროსმანის ქ. N12, კორპუსი IV, ოთახები N305 , N311, N312 - საგამოცდო პროცესისათვის, N301 - სპეციალისტები, ცენტრის უფროსი N306

დებულება

  სამუშაოთა აღწერილობა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა