სამეცნიერო კვლევების სამსახურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ამ მიზნით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
ბ) სტუდენტთა მიერ სამეცნიერო კომპონენტის შესრულების, საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დასახელების და სამეცნიერო ხელმძღვანელების შერჩევა-დამტკიცების, ნაშრომების წინასწარი/საჯარო დაცვების, შეფასებისა და სხვა პროცედურების დადგენილ ვადებში განხორციელების და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შესრულებული სადისერტაციო ნაშრომების საერთაშორისო რეცენზირების პროცედურის ხელშეწყობა და ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებთან თანამშრომლობით უცხოელ ექსპერტთა ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;
დ) უნივერსიტეტის სტუდენტთა საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ელექტრონული ბაზის შექმნა;
ე) უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, კონგრესი, სემინარი) ჩატარების ხელშეწყობა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებასთან დაკავშირებით სტუდენტთა და პერსონალის კონსულტირება;
ვ) უნივერსიტეტის პერსონალისთვის სახელმწიფო და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მუშაობის სპეციფიკისა და საკონკურსო პირობების გაცნობა, ასევე პროექტების მართვის საკითხებში კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება;
ზ) სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის ხელშეწყობა, წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტაციების გაწევა;
თ) უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევით ერთეულებში შესრულებული კვლევების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურის წარმართვა;
ი) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი ეფექტურად წარმართვისა და კვლევების შედეგების დანერგვა-გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
კ) სამსახურის ფუნქციათა ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორის, რექტორის მოადგილეების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სამსახურის უფროსი - თამარ მაჭუტაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: science@bsu.edu.ge
ტელ: +995(422) 29 21 78;
მისამართი: ქ. ბათუმი ნინოშვილის/რუსთაველის ქ. N32/35; კორპუსი III, ოთახი N2
უკან |