![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_9499_1_s.jpg)
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორის მოადგილემ გიორგი გოგუაძემ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სემინარი ჩაატარა თემაზე: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები“. მომხსენებელი ახალგაზრდებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ისტორია, ასოციაციის შეთანხმება და DCFTA, ევროკაშირის მხარდაჭერის პროგრამები და შესაძლებლობები სტუდენტებისათვის, ვიზალიბერალიზაცია და ევროკაშირის ღირებულებები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები და ამოცანები.
სემინარი ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის (EUSA) ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |