ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება. უნივერსიტეტმა და შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კოს საქართველოს ფილიალმა“ ხელი მოაწერეს მშენებლობის ხელშეკრულებას. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი სასწავლო კორპუსი აჭარის ა.რ. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში, ლეონიძის ქ. N15-ში აშენდება. მშენებლობისთვის ორი მილიონ ექვსას სამოცი ათას ხუთას ორმოცდასამი ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, სველი წერტილები და ლიფტი. მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა