დაიწყო 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობის პროცესი

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა  2018 წლის 26 თებერვლიდან, 19 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების/ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ         ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2018  წლის 19 მარტს.

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა