"ქირურგიული მენეჯმენტი და სამოქალაქო ჰოსპიტლის ტრანსფორმაცია ლოკალური სამხედრო კონფლიქტის დროს“

სურათი

პროფესორმა მერაბ კილაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: "ქირურგიული მენეჯმენტი და სამოქალაქო ჰოსპიტლის ტრანსფორმაცია ლოკალური სამხედრო კონფლიქტის დროს ("აგვისტოს 2008 წ. ომი")“. ცნობილმა ქირურგმა სამხედრო კონფლიქტის დროს სამოქალაქო ჰოსპიტლის ტრანსფორმაციასა და ქირურგიული სამსახურის ეფექტურად ფუნქციონირების საკითხებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ფაქტიურ მასალაზე დაყრდნობით (739 დაჭრილი და დაშავებული) განიხილა ქირურგიული მომსახურების ორგანიზების და ოპტიმიზაციის სხვადასხვა ასპექტი. სამხედრო–საველე ქირურგია ტრადიციული ქირურგიისგან განსხვავდება, რაც გულისხმობს ქირურგიული დახმარების ეტაპობრიობას და ეყრდნობა "დაზიანებათა კონტროლის ქირურგიის" პრინციპებს: სწორი ტრიაჟი და სელექცია, მინიმალური ქირურგიული პროცედურები და გადავადებული საბოლოო ქირურგიული მკურნალობა. ამ პრინციპების გამოყენებით შესაძლებელი ხდება ოპერაციული ლეტალობის, პოსტოპერაციული გართულებების მინიმიზაცია და ეფექტური ქირურგიული მენეჯმენტის უზრუნველყოფა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა