![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_9712_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორმა მამუკა საფარიძემ მედიაწიგნიერების სკოლა წარუდგინა. 16-დან 30 წლამდე მოქალაქეებისთვის განკუთვნილი მედიაწიგნიერების სკოლის სასწავლო მოდული შექმნილია ნიუ-იორკის სთოუნ ბრუქის უნივერსიტეტისა და ადამ მიცკიევიჩის უნივერსიტეტის (პოზნანი, პოლონეთი) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროფესორების თანამშრომლობის შედეგად. სკოლაში სწავლება წარიმართება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უკან |