ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგინება

სურათი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ევროპისმცოდნეობაში ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები წარუდგინა. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2007 წელს TACIS-ის ფარგლებში შეიქმნა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს დარგის წამყვანი ექსპერტების დახმარებით მიიღონ საფუძვლიანი განათლება ევროინტეგრაციის საკითხებში. მაგისტრანტები ორი წლის განმავლობაში შეისწავლიან ევროკავშირის ეკონომიკას, სამართალს, ევროპეიზაციის პოლიტიკას, ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და მისი ინსტიტუტების ისტორიულ განვითარებას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა