ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

სურათი

ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ და პალიატიური მზრუნველობის რეგიონულმა კოორდინატორმა აჭარაში მემედ ჯინჭარაძემ და მედიკოსებმა დარგის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პალიატიური მზრუნველობა საქართველოში, პალიატიური მზრუნველობა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებაში, რეგიონული პალიატიური მზრუნველობის სამსახური - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოცდილება, დაზღვევა პალიატიურ მზრუნველობაში, პალიატიურ მზრუნველობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მონახულება სტუდენტთა მიერ ბინასა და სტაციონარში.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა