ღია კარის დღეები - 2018 დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები - 2018 დაიწყო. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და არსებული სიახლეები გააცნეს. 2018-2019 სასწავლო წელს ბსუ-ში 40-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1360 პირველკურსელი ჩაირიცხება, მათგან 460 სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის. შეხვედრის მონაწილეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა