შეხვედრა სტამბოლის „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლებთან

სურათი

სტამბოლის „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის“ თავმჯდომარე სეზენ გონენჩ ოქჯანი (სალომე ბარამიძე) მოადგილესთან ორჰან ბერიძესთან ერთად ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრებმა ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრში უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, მკვლევარებთან, სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.

„შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებმა  სტამბოლში 2017 წელს დააფუძნეს, რომლის ბაზაზე შექმნილ ბიბლიოთეკაში დაცულია უნიკალური მასალები: „ვეფხისტყაოსნის“ 30 ენაზე თარგმნილი გამოცემები, წიგნები, ჟურნალები და ფილმები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა