ღია სემინარი "რა უნდა მე-ს"

სურათი

"ქოუჩინგ ლაბის" ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღია სემინარი პიროვნული განვითარების თემაზე.

ვინ ვარ? როგორი ადამიანი ვარ? რა მინდა? რა შემიძლია? - ეს არის ადამიანისთვის ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხების ძიებაში ხშირად ბევრ არაორდინალურ ქმედებასაც ჩავდივართ. ადამიანის სააზროვნო სისტემა ძლიერი მექანიზმია, რომელსაც არაერთი მიმართულება შეისწავლის, მათ შორის ქოუჩინგი. ეს არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია, მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

ქოუჩინგის მეთოდით მუშაობის შედეგად ჩვენ ვსახავთ მიზნებს, ვარკვევთ ჩვენს ღირებულებებს და შესაძლებლობებს, შინაგან პოტენციალს, რესურსებს, ვავითარებთ ჩვენს უნარებს, ვსწავლოთ ახალ ქცევებს, ვმუშაობთ სამოქმედო ენერგიაზე, მოტივაციაზე და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია. ეს არის ტრანსფორმაციული დიალოგი. ამ ლექციაზე სწორედ ასეთ ტრანსფორმაციულ დიალოგს გთავაზობთ.

პრეზენტატორი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაცის წევრი The Society of Neuro-Linguistic Programming™, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით, "ქოუჩინგ ლაბის" დამფუძნებელი.

სემინარზე დასწრებისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/rZtmzR

ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 328 აუდიტორია

მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32

დრო: 3 აპრილი, 19:00 საათი;


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა