ღია კარის დღეები წალკაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველად ჩაატარა ღია კარის დღე წალკის მუნიციპალიტეტში. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები წალკის #2, ავრალოს, ბეშთაშენის,  გუმბათის,  ახალშენის, იმერას, საყდრიონის, არწივანის, განთიადის,  ხანდოს და სამების საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინე ქორიძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა ოთარ ცეცხლაძემ, მერაბ ფუტკარაძემ, ასისტენტ პროფესორებმა თეა ქოიავამ, ინგა დიასამიძემ და სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებმა აბიტურიენტებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანათლებლო პროგრამები, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. ბსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წალკაში მცხოვრები აბიტურიენტი, რომელიც პირველ ადგილზე მიუთითებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უფასოდ ისარგებლებს სტუდენტთა საცხოვრებელით.

შეხვედრების დასასრულს, მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღია კარის დღეებს წალკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი არსენ ჯმუხაძე, საჯარო სკოლების დირექტორები და აბიტურიენტების მშობლები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა