საერთაშორისო კონფერენცია - „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-III“

სურათი

2018 წლის 30 ნოემბრიდან  2 დეკემბრის ჩათვლით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-III“.

გთხოვთ, გაეცნოთ კონფერენციის პროგრამის თავდაპირველ ვარიანტს (დაიდება ბსუ-ს ვებგვერდზე 1 ნოემბერს) და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში, ინფორმაცია მოგვწეროთ კონფერენციის  ელფოსტაზე (humanities@bsu.edu.ge) ა.წ. 5 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ა.წ. 5 ნოემბრამდე კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა (50 ლარი) გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშზე:

სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდი - 709017519

გადარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ კონფერენციაში მონაწილის სახელი და გვარი და კონფერენციის დასახელება:  ჰუმანიტარული-III.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო, მსურველთათვის (პირველ რიგში დოქტორანტებისათვის) გაიმართება სასტენდო მოხსენებების სესია. გთხოვთ, ა.წ. 10 ნოემბრამდე გადმოგვიგზავნოთ თქვენი სასტენდო მოხსენების (პოსტერი) მაკეტი; ჩვენ უზრუნველვყოფთ დაბეჭდვას (ფორმატი  A1;   ბეჭდვა ფერადი).

გთხოვთ, ა.წ. 20 ნოემბრამდე მოხსენების სრული ტექსტი (დასაბეჭდი ვარიანტი) გადმოგზავნოთ კონფერენციის  ელფოსტაზე (humanities@bsu.edu.ge).

მოთხოვნები სტატიის ბეჭდური ვერსიისათვის: 

მინიმუმ 5, მაქსიმუმ-10 გვერდი (აბსტრაქტის ჩათვლით);

შრიფტი- Sylfaen, ზომა-12, სათაური-14, ; ინტერვალი-1,5);

ციტირებისას დაიცავით „ბსუ-ში  ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესი“ (თან ერთვის).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

ელფოსტა: humanities@bsu.edu.ge

  ბსუ-ში ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესი
  კონფერენციის გრაფიკი
  Programme (Draft)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა