ჰაიდარ აბაშიძე - 120

სურათი

ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ჰაიდარ აბაშიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა დავით თედორაძემ, პროფესორებმა: შორენა მახაჭაძემ, შუშანა ფუტკარაძემ, იური ბიბილეიშვილმა, მწერალმა რამაზ სურმანიძემ, პოეტებმა: ვახტანგ ღლონტმა, ცისანა ანთაძემ, ბელა ქებურიამ, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მწერლის შთამომავლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ღვაწლმოსილი მამულიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ჰაიდარ აბაშიძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს პარლამეტის და დამფუძნებელი კრების „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრი, ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მონაწილე, საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. საიუბილეო საღამო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მწერალთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა