საქველმოქმედო კონცერტი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

სურათი

საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფმა ,,Carpe Diem” სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ღონისძიებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“, გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, თანამედროვე ცეკვის ანსამბლი ,,M style 13” და საჯარო სკოლის მოსწავლეების ცეკვისა და სიმღერის მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ. კონცერტიდან შემოსული თანხით ,,წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდის“ რეკომენდაციით ბსუ-ს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს - გულადი და თეონა ვაშაყმაძეებს I სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა