პროექტ „სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის“ წარდგინება

სურათი

პროექტ „სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის“ წარდგინება შედგა უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის დარბაზში. არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივებისა“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის „კავკასიის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროექტის მისია, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პროგრამა აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს დაეხმარება ბიზნესგეგმების შედგენაში, პროექტების წერასა და მენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. „სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის“ ფარგლებში, კონკურსის წესით გამოვლინდება საუკეთესო ბიზნესპროექტები. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას წამყვან სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა