საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში კვლევითი ინსტიტუტების წამომადგენლები, ფაკულტეტის დეკანები და სამეცნიერო კვლევების სამსახური  მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს პეტერ ლინდოლმს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ავთანდილ კასრაძეს და ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსს სალომე ხაჩიაურს შეხვდნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს აქტიურ მუშაობას სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით. სააგენტო დაინტერესებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებით, რომელთაც აქვთ კომერციალიზაციის პოტენციალი და საინტერესო იქნება გლობალური ბაზრისთვის.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  ტექნოლოგიების გადაცემის სისტემის შემუშავებაში დაეხმარება.

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა