აზერბაიჯანელი დიპლომატების ვიზიტი

სურათი

ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული პარვიზ ისმაილზადა და კონსული პარვინ ისმაილ-ზადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს და ბსუ-ში მყოფ აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა