,,საგანმანათლებლო და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციების” III პრაქტიკული კონფერენცია

სურათი

ტურიზმის განვითარების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა ტურიზმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ,,საგანმანათლებლო და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციების” III პრაქტიკული კონფერენცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა ტურიზმის განათლების სფეროში საგანმანათლებლო სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციების მჭიდრო ინტეგრაციას. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზრის შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას. კონფერენციაზე პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ისეთ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა: პროფესიული სტანდარტები და სასწავლო პროგრამები, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მნიშვნელობა და პრობლემები, ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ:

ალიოშა ბაკურიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
გიორგი თავამაიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
როსტომ ბერიძე - ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
კურტ ჰ. რეიცი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
მამუკა ბერძენიშვილი - აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ტორბიონ ბოდინი - რადისონ ბლუ ბათუმის გენერალური მენეჯერი;
პაატა ჩაგანავა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი;
დავით მჭედლიშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“;
მარტინ ისერსდეტი - დრეზდენის უნივერსიტეტის მაგისტრი, კომპანია ,,რეიც კონსალტინგის“ კონსულტანტი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა