დასრულდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სურათი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით დასრულდა. პროფესორმა მურმან გორგოშაძემ ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო პროექტის - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო ინფორმირებისათვის სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა“ შედეგები წარმოადგინა. ქართული ენის აქტუალურ საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ. სერტიფიკატები გადაეცათ კონკურსის - „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულ სტუდენტებს გიორგი ფუტკარაძეს, დარიკო შენგელიას და სამეცნიერო პროექტში ჩართულ აქტიურ სტუდენტებს ნიკა მჟავანაძესა და დალი თურმანიძეს.

ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ფლაერები დაარიგეს.

დედაენის ენის კვირეულის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უკვე მეორედ გამოაცხადა კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“. კონკურსის მიზანი  ხელით წერის კულტურისა და  მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება და ქართული ანბანის განსაკუთრებულობის წარმოჩენაა. 2017 წელს აქტუალური თემა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყო, 2018 წელს კონკურსის თემაა: „ოთარ ჭილაძის ერთი სტრიქონი“ (ოთარ ჭილაძე-85!).

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა