თანამშრომლობის მემორანდუმი ქართულ-ესპანურ კვლევით და საკონსულტაციო ცენტრთან - „კვლევა და ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ქართულ-ესპანური კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის „კვლევა და ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის“ დირექტორმა ვალერი გულბანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეთა შეთანხმებით, ბსუ-ში შეიქმნება განათლებისა და კულტურის ესპანური ცენტრი Iberia, სადაც ამოქმედდება ესპანური ენის შემსწავლელი და სხვა სახის სასერტიფიკაციო კურსები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები, ტრენინგები და  გაცვლითი პროგრამებთან ერთად  განხორციელდება საგანმანათლებო და კვლევით პროექტები.

მემორანდუმის საფუძველზე, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას FAB LAB BSU-ს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ესპანეთისა და საქართველოს ტექნო პარკების და სხვა საინოვაციო კვლევითი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა