ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის პრეზენტაცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა კომიტეტის წევრებთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს პროექტის დეტალები გააცნო და ფესტივალის მუშაობაში ჩართვისაკენ მოუწოდა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარდება და მასში 49 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილოებას. ახალგაზრდები პირველობისათვის სპორტის ცხრა სახეობაში: ძიუდოში, ჩოგბურთში, სპორტული ტანვარჯიშში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში, ცურვაში, ფრენბურთში, ხელბურთსა და კალათბურთში იასპარეზებენ.
უკან |