საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს დღეების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორს მერაბ ხალვაშს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, პრიორიტეტებზე, არსებულ პროგრესზე ისაუბრა და ნატოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეკითხვებს უპასუხა.

2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.

ღონისძიება საქართველოში „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა