შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი დაარსდა 2006 წელს. იგი ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტების შეერთების (2005წ.) საფუძველზე წარმოშობილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია. ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რომლის სახეცვლილ ვარიანტსაც წარმოადგენს იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სახით 1991 წელს დაფუძნდა, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის (რექტორი პროფ. ნური ვერძაძე) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე (დეკანი პროფ. მამია ფაღავა). 1992 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაზაზე, ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში დაარსდა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც დაარსებიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა დოცენტი მურმან გორგოშაძე. სწორედ მასსა და მასთან ერთად იმ დროისათვის დეკანატში მომუშავე თანამშრომლებზე (დეკანის მოადგილე იზოლდა ავალიანი, მდივნები: მარინა კვანტალიანი და ლალი ბაგრატია) გადადიოდა ახლად დაარსებული ფაკულტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული სიძნელეები. ახლად ჩამოყალიბებულ ფაკულტეტზე გამოიკვეთა საქმიანობის შემდეგი ძირითადი მიმართულებები: მაღლკვალიფიციური იურიდიული კადრების შერჩევა, მოზიდვა და ფაკულტეტზე დასაქმება; შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და ლიტერატურით ფაკულტეტის მომარაგება; სასწავლო დისციპლინებში პროგრამებისა და მეთოდური მასალების მომზადება-გამოცემა.
იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტიუკან |