XX საუკუნის 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში დღის წესრიგში დადგა ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისადმი განსხვავებული მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობა. რამაც არსებული კადრების გადამზადება და ახალი საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მოითხოვა.
აჭარისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკის დარგის კადრებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულმა ბათუმის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა შეასრულა (რექტორი – ნ.ვერძაძე), რომელიც 1996 სასწავლო წელს შეუერთდა სახელმწიფო უნივერსიტეტს. Dდამოუკიდებელ უნივერსიტეტში არსებული ეკონომიკური სპეციალობების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური თეორიის კათედრები. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრამ (კათედრის გამგე --ვ.ვერულიძე) ეროვნული ეკონომიკის დარგების კადრებით უზრუნველყოფაში და რეგიონში არსებული ეს მტკივნეული პრობლემა გარკვეულად გადაჭრა კიდეც.
2002 წელს ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას გამოეყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრა (კათედრის გამგე ასოცირებული პროფესორი ა. ცინცაძე). იმ დროისათვს კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები: ე.მ.კ. ა.ცინცაძე, ე.მ.კ. ვ.ვერულიძე, პროფესორი გ. გამსახურდია, ს.ჩეჩელაშვილი, ნ.რობიტაშვილი, ზ.ავალიანი, ე.სეფერთელაძე, ე.მ.კ. მ. ფეიქრიშვილი, ე.მ.კ. მ.ცეცხლაძე, პ.ჩაგანავა, პ. აროშიძე, გ.საფარიძე, ლ. მიქელაიშვილი, ჯ. ანანიძე, მ.დვალიშვილი, ი.კილაძე, მ.აბაშიძე. კათედრამ იმ თავითვე ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა კადრების მომზადებას. სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება რეგიონის სოციალურ – ეკონომიკური განვითარების პრობლემები იყო. Aახალგაზრდა მეცნიერების ზრდას დიდ დახმარებას უწევდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გ.გამსახურდია, პ. ლემონჯავა და სხვები. მათი ხელმძღვანელობით შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. კათედრას არსებობის პერიოდში შეემატნენ ახალგაზრდა მეცნიერები: ე.მ.კ. ირინა ვაშაყმაძე, ე.მ.კ. გიორგი აბუსერიძე, ე.მ. დ. ვლადიმერ ღლონტი. კათედრის პროფესორ – მასწავლებელთა მონაწილეობით დაიხვეწა და შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, რომლებსაც საფუძვლად დაედო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები.
2006 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკის მიმართულებით მოქმედი ყველა კათედრა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ეკონომიკის დეპარტამენტი. არსებული ფინანსებისა და კრედიტის კათედრის ბაზაზე შეიქმნა ფინანსების, საბანკო და სადაზღვევო საქმის პროგრამული მიმართულება. განსაკუთრებით ნაყოფიერი მუშაობა წარიმართა სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. დანერგილი იქნა ტრანსფერებისა და კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემა. სასწავლო პროგრამების სრულყოფისათვის სისტემატურად შეისწავლებოდა საზღვარგარეთის მოწინავე სასწავლებლებში მოქმედი პროგრამები, რომელთა დამუშავების პროცესში ითვალისწინებოდა ეროვნული ეკონომიკის თავისებურებები. ეროვნული სადაზღვევო ბაზრის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ფინანსების, საბანკო და სადაზღვევო საქმის საგანმანათლებლო პროგრამაში გაზრდილიყო სადაზღვევო საქმის შესწავლისათვის განკუთვნილი კრედიტების მოცულობის გაზრდის საკითხები, რაც უზრუნველყოფდა სადაზღვევო ბაზრისათვის კადრების მომზადებას. სწავლების ხარისხის ამაღლება პროგრამული მიმართულების მთავარი პრიორიტეტად იქცა. შესაბამისად, დიდი Yყურადღება დაეთმო სპეციალური ლიტერატურის, სალექციო კურსებისა და სახელმძღვანელოების შექმნას. ამის დასტურია ბოლო პერიოდში გამოცემული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომები:
1.ვ.ვერულიძე—გადასახადები და საგადასახადო დაბეგვრა (სახელმძღვანელო) თბილისი, 2008 წ.
2. ვ. ღლონტი-რეგიონი, ანალიზი, შეფასება, პერსპექტივები (მონოგრაფია),ბათუმი, 2007წ.
3.ა.ცინცაძე-აქტუალური ანგარიშები დაზღვევაში (სახელმძღვანელო), 2009წ.ქ.ბათუმი.
4.გ.აბუსერიძე-საქართველოს ბიუჯეტური სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების თავისებურებები საქართველოში (მონოგრაფია), თბილისი, 2006წ.
5.ა.თურმანიძე- 1.ბიზნეს მენეჯმენტი (დამხმ. სახელმძღვანელო), თბილისი, 2008წ. 2.საბიუჯეტო საგადასახადო პოლიტიკა (დამხმ. სახელმძღვანელო), თბილისი, 2009წ.
3.საფინანსო ურთიერთობების აქტუალური საკითხები (დამხმ. სახელმძღვანელო). თბილისი, 2006წ.
6.ბ.ბოლქვაძე - 1.ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის მნიშვნელობა საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში (მონოგრაფია), თბილისი, 2009წ.
2. ბიზნესის ფინანსური ანალიზი: თეორია და პრაქტიკა (მონოგრაფია), თბილისი, 2007წ.
7.ჯ. ანანიძე - უმუშევრობის პრობლემები, დასაქმებისა და შრომითი რესურსების გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა აჭარის სუბტროპიკულ ზონასა და აგრარულ სექტორში (მონოგრაფია), თბილისი, 2009წ.
8. ი. ვაშაყმაძე - საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა ეკონომიკის სტაბილიზაციის უზრუნველყოფაში. (მონოგრაფია) თბილისი, 2006წ.
პროფესორ-მასწავლებლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. Nნაშრომები იბეჭდება სესაბამის გამოცემებში.
2009 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკის დეპარტამენტს გამოეყო და ცალკე ფუნქციონირება დაიწყო ‘‘ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის‘‘ დეპარტამენტმა (დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ა.ცინცაძე). დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა სწავლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა: ‘‘ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე‘‘ და ‘‘საბუღალტრო და საგადასახადო საქმე‘‘; მაგისტრატურის ერთი სპეციალობა: ‘‘ფინანსები და საბანკო საქმე‘‘. როგორც წინა წლებში, ამჟამადაც დეპარტამენტის მთავარ ამოცანას სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლება და ამისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს. დეპარტამენტში მოღვაწეობას განაგრძობენ, როგორც ეკონომიკის დეპარტამენტში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ახალი კადრები, რომლებმაც კონკურსის წესით დაიკავეს პროფესორის თანამდებობები: სრული პროფესორები: ვაჟა ვერულიძე და ვლადიმერ ღლონტი; ასოცირებული პროფესორები: ა.ცინცაძე, გ.აბუსერიძე, ბ.ბოლქვაძე, ან.დევაძე ბ.ბაუჩაძე, ალ.თურმანიძე. ასისტ.პროფესორები: ლ.ონიანი, ი.თავაძე, ი.მესხიძე, ჯ.ანანიძე, დ.ჩხუბაძე.
მოწვეული მასწავლებლები: ლ.ანდღულაძე, ლ.ბერიძე ნ.კოპინაძე, რ.ცინარიძე. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ცვალებადობა დღის წესრიგში აყენებს სასწავლო პროგრამების შინაარსი და სწავლების მეთოდები მორგებული იქნას სწრაფად ცვალებად გარემოში ადვილად ადაპტირებადი კადრების მომზადებაზე. ამ მიზნით სისტემატიურად განიხილება თითოეული დისციპლინის სილაბუსის შესაბამისობა სწავლის მოსალოდნელ შედეგთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სტუდენტის დარგობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბება. სტუდენტთა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბების მიზნით დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებელთა ხელმძღვანელობით ტარდება სტუდენტური დებატები ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. კვლევითი უნარების გამომუშავებას ემსახურება სტუდენტთა სამეცნიერო წრე, (ხელ–ლი: ასისტენტ პროფესორი ლ.ონიანი), სადაც მუშავდება სხვადასხვა სახის საკონფერენციო თემები. ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში.
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოქმედი ერაზმუსის პროგრამით ყოველწლიურად წარმატებული სტუდენტები იგზავნებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანებში. ასევე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ~ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმის` და ~საბუღალტრო და საგადასახადო საქმის` სტუდენტებიD პარალელურად აგრობიზნესის სპეციალობას ეუფლებიან ტეხასის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალში.
ამჟამად დეპარტამენტში მუშავდება საგრანტო თემა ,,რეგიონალური სადაზღვევო ბაზრის განვითარების პრობლემები”. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დეპარტამენტის სრული პროფესორის ვლ.ღლონტის წარმატება, რომელიც 2009 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
ეკონომიკის მიმართულებით ნიჭიერ ახალგაზრდობას მეცნიერებისაკენ გზა გაუხსნა ახლად შექმნილმა დოქტორანტურამ. ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტში მოქმედებს სადოქტორო პროგრამა ,,ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი”. დეპარტამენტში ამჟამად 5 დოქტორანტია, რომლებიც პროფესორ - მასწავლებლების გვერდით ეწევიან კვლევით საქმიანობას ეკონომიკის, კერძოდ, ფინანსების სხვადასხვა სფეროში.
ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტიM თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებთან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. ეკონომიკის სპეციალობებზე მომზადებული კადრები მოღვაწეობენ აჭარაში და არა მარტო აჭარაში მოქმედ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, სხვადასხვა საწარმოებში, რაც მოწმობს, რომ სწავლის შედეგი ამართლებს მიზანს - მზადდება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კადრები.
უკან |