აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კიკნაძემ ბსუ–ს ქიმიის, ფარმაციის, ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას. ქიმიის სპეციალობის სტუდენტებმა ლაურა ქორჩილავამ, მარიამ რუხაძემ, ანი შავაძემ, ლელა ჩოგაძემ, გოჩა მგელაძემ, რაულ კოჩალიძემ, თორნიკე ტარიელაძემ ჩაატარეს სადემონსტრაციო ცდები ქიმიაში, სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

ფარმაციის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა – ლინდა ცინცაძემ, თამთა აბულაძემ, ნატო ნაკაიძემ - მოსწავლეებს აჩვენეს სხვადასხვა ლოკაციიდან აღებული ნიადაგის ნიმუშების საანალიზოდ მომზადების პროცედურები: აწონვა, გაცრა, ნიადაგის წყლიანი სუსპენზიის და წყლის გამონაწურის მიღება, გაფილტვრა, pH-ის და მჟავიანობის განსაზღვრა ნიადაგში. უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რუსლან დავითაძემ მოსწავლეებს გააცნო მულტიმეტრის გამოყენებით წყლებში  ტემპერატურის, წნევის, ელექტროგამტარობის, ხსნადი ჟანგბადის, Ph-ის) განსაზღვრა.

ბსუ–ს ასოცირებული პროფესორი ნანი გვარიშვილი მოსწავლეებს წარუდგა პრეზენტაციით – „აჭარის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება, საფრთხეები და მათი მიზეზები“.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ქალაქ ბათუმის მე–13 და 22–ე საჯარო სკოლების,  კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეები და მასწავლებლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ინსტიტუტის დირექტორი ნინო მხეიძე, მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი რაულ გოცირიძე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნარგიზ მეგრელიძე, მეცნიერ თანამშრომელი რუსლან დავითაძე, უფროსი ქიმიკოსები ნინო ხარაზი და ჯეირან ფუტკარაძე.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის ,,უნივერსიტეტი-სკოლას’’ ეგიდით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა