აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სორბციული პროცესების ლაბორატორია ახალი აპარატურით აღიჭურვა

სურათი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სორბციული პროცესების ლაბორატორია შოთა რუსთაველის სახელმწიფო ფონდის საგრანტო პროექტის ,,ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიის დამუშავება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდისათვის’’  ფარგლებში, ახალი აპარატურით აღიჭურვა. ფურიე-ინფრაწითელ სპექტროფოტომეტრის - IRSpirit (Shimadzu, იაპონია) საშუალებით, განისაზღვრება წყალში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია (ppm)  გამხსნელებით წინასწარი ექსტრაქციის გარეშე (ASTM სტანდარტის შესაბამისად), რაც აადვილებს, სწრაფს  და ეკოლოგიურს ხდის  წარმოებულ ანალიზს.  საანალიზოდ სინჯის მომზადება ხდება OSS Clear Shot  მოწყობილობაზე, რომელიც აგრეთვე შეძენილია ხელსაწყოსთან ერთად. 

ფურიე-ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრი აღჭურვილია სპეციალური EZ-clip ფირების დამჭერი მოწყობილობით და შესაბამისი პროგრამით, რომელიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს  შეისწავლონ პოლიმერული ფირები და მემბრანები. 

გარემოსდაცვითი ღონისძიებებიდან გაჭუჭყიანების პრევენციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა და ჩამდინარე წყლების გაწმენდა.

ახალი ფურიე-ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრი მკვლევრებს მისცემს საშუალებას  მომავალში განახორციელონ კვლევები გარემოს (კერძოდ ზედაპირულ წყლების) ისეთი საშიშ გამჭუჭყიანებლებით დაბინძურებაზე, როგორიცაა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, პლასტიკები, ასევე ჩაერთონ სხვადასხვა  გარემოსდაცვით  პროექტში.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო ფონდის საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის ,,ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიის დამუშავება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდისათვის’’  (ხელმძ. ნინო მხეიძე) ძირითადი ამოცანაა ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის შესაძლებლობის შესწავლა გაფილტვრის კომპლექსური, უნარჩენო მეთოდით,  სორბციის და  მემბრანული ფილტრაციის გამოყენებით.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სორბციული პროცესების ლაბორატორიაში  29 - 31 იანვარს  ჩატარდა ტრენინგი. ShimUkraine LLC-ს წარმომადგენელმა ანასტასია ოსტრიანკომ გააცნო გრანტის მონაწილეებს ფურიე-ინფრაწითელ სპექტროფოტომეტრზე მუშაობის პრინციპები, გრაფიკული და რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების და ინტერპრეტაციის მეთოდები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა