გრანტის SPG-23-527 ,,ქიმია ჩვენს ირგვლივ“ მონაწილეების (ელზა მარქარაშვილი, იზაბელა ესართია, დონარი ოტიაშვილი) და ინსტიტუტის მეცნიერების ორგანიზებით (ნარგიზ მეგრელიძე, ნინო მხეიძე, ნინო კიკნაძე, რუსლან დავითაძე და რაულ გოცირიძე) გაიმართა ერთობლივი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის 8-ე, 10-ე, 15-ე, 22-ე საჯარო სკოლების, მახინჯაურის საჯარო, ანდრია პირველწოდებულის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კერძო სკოლების : ,,ევრო -2000’’-ის და ,,განათლების“ მოსწავლეები. ჩატარდა ლექცია და სახალისო ექსპერიმენტები ქიმიაში: „ლიმონის ტარტალეტკები“, „სპილოს ეშვები“, „ფარაონი“, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები. გაიმართა კონკურსი ქიმიური კროსვორდის შევსებაში. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
მსგავსი ექსპერიმენტები აადვილებს სკოლის მოსწავლეებში ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და პრაქტიკული მაგალითებით აჩვევს დააკავშიროს სხვადასხვა მოვლენა მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან. ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმულს მისცემს მომავალი პროფესიის არჩევაში.
უკან |