აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

სემინარი პროექტების კომერციალიზაციის საკითხებზე

სურათი

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსოტეტის სააქტო დარბაზში თბილისის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (ETCO) ჩაატარებს სემინარს. ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებას გააცნოს ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პლატფორმა, სამოქმედო გეგმა და სერვისები, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ დაინტერესებულმა მეცნიერებმა და ინოვაციური პოტენციალის მქონე პროექტების ავტორებმა. წარდგინებაზე ასევე განხილული იქნება პროექტების გადარჩევის კრიტერიუმები და ვადები. ინვოვაციების სფერო შეზღუდული არ არის.
ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (ETCO)თანამშრომლობს  მსოფლიო მაშტაბის ბიზნეს-კონსულტანტებთან, რომლებიც უფასო სერვისს გაუწევენ შერჩეულ კანდიდატებს

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის 14 ნოემბრამდე მიმართეთ ETCO ჯგუფს შემდეგ მისამართზე: nina.chanishvili@gmail.com
 
ტელ.: 2 37 05 15
www.tco.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა