ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობებს ევროპულ უნივერსიტეტებში (იხილეთ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანართი).
მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
მობილობის ხანგრძლივობა: 3 - 12 თვე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
-
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
-
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!
კონკურსის ეტაპები:
-
განცხადების ჩაბარება ბსუ-ს კანცელარიაში - 2018 წლის 10-17 ოქტომბერი
განცხადებაში მიუთითეთ, რომელ უცხო ენაში გაივლით ტესტირებას ( შესაბამისი დონე)! და დაურთეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი!
-
სტუდენტთა ტესტირება ფრანგულ/გერმანულ/ინგლისურ ენაში ( BA- B1.2; B2; MA-PhD- B2) -18- 19 ოქტომბერი
შენიშვნა: ზალცბურგის უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად აუცილებელია ინგლისური (B2. დონე) და გერმანული ენების (B2 დონე) ცოდნა.
ტესტირების დადებითად ჩაბარების შემთხვევაში:
-
ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე: http://registration.bsu.ge (ასევე საბუთების ორიგინალების წარდგენა ბსუ-ს კანცელარიაში) - 2018 წლის 20 ოქტომბერი - 02 ნოემბერი (18:00 საათი)
-
სააპლიკაციო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა და შეფასება - 2018 წლის 05-06 ნოემბერი
-
სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან - 2018 წლის 07-09 ნოემბერი
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურისა სტუდენტთათვის:

ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
-
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
-
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
შენიშვნა: დაინტერესების წერილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 2018 წლის 06 ნოემბრისა. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ არის სავალდებულო!
სტიპენდია:
-
ყველა სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას, თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
-
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ გვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ 22 ოქტომბრიდან 02 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) 15-დან 17 საათამდე ( ბსუ-ს ოთახი #35) ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი LEARNING AGREEMENT