ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი არიტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტში ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დაიწყო.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის დეკემბრამდე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 24 მაისი, 18:00 საათი.
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში.
რეგისტრაციის ბმული: registration.bsu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა
აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |