2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ საგრანტო პროექტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამას აკადემიური პერსონალისთვის, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას ბიდგოშეს უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 მაისი, 18:00 საათი.
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში.
რეგისტრაციის ბმული
საბუთები:
-
საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოწვევის წერილი (Pre-Acceptance Letter) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
-
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო კვირეულის შესახებ იხილეთ
შენიშვნა: დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge