სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამას 2021 - 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროპის შემდეგ უნივერსიტეტებში:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის:

  1. არისტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტი https://www.auth.gr/en/, საბერძნეთი; ყველა მიმართულება;  საკონტაქტო პირი: Ms Konstantina Tolia eurep-projects@auth.gr
  2. ზაარლანდის უნივერსიტეტი https://www.uni-saarland.de/start.html, გერმანია;

მიმართულება: ფარმაცია, ქიმია, ბიოლოგია;

  1. დუსელდორფის უნივერსიტეტი https://www.hhu.de/, გერმანია,

მიმართულება: ენები და ლიტერატურა;

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის:

  1. ვიგოს უნივერსიტეტი https://www.uvigo.gal/, ესპანეთი - იხილეთ მიმართულებები
  2. არისტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტი https://www.auth.gr/en/, საბერძნეთი; ყველა მიმართულება; საკონტაქტო პირი: Ms Konstantina Tolia eurep-projects@auth.gr
  3. ზაარლანდის უნივერსიტეტი https://www.uni-saarland.de/start.html, გერმანია;

მიმართულება: ფარმაცია, ქიმია, ბიოლოგია;

  1. დუსელდორფის უნივერსიტეტი https://www.hhu.de/, გერმანია,

მიმართულება: ენები და ლიტერატურა;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგი სტუდენტებისათვის:

1. წარმატებით გაიარეს ინსტიტუციური ტესტირება ინგლისურ ენაში (B1 და B2 დონე) 2021 წლის 16 სექტემბერს (იხილეთ შედეგები   https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_15651_3.pdf );

2.ფლობენ უცხო  ენის საერთაშორისო სერტიფიკატს;

3. მაგისტარტურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან 2021 წლის 19 ოქტომბერს დაგეგმილ ინსტიტუციურ ტესტირებას ინგლისურ ენაში B2 დონე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი.
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2021 წლის 19 ოქტომბრიდან - 2021 წლის  29 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge

განცხადებაში (იხილეთ დანართი 1) სტუდენტმა უნდა მიუთითოს: საფეხური, სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა. მიმაგრებული ფაილის სახით წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

შენიშვნა:

1. დაინტერესების წერილი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Erasmus@bsu.edu.ge  არაუგვიანეს 2021 წლის 3  ნოემბრისა.  მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

2.      VI სემესტრის დოქტორანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფაკულტეტის დეკანის მიერ მომზადებული ცნობა იმის შესახებ, რომ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამ დოქტორანტს უხანგრძლივდება ბსუ-ში სწავლის ვადა (უწევს სემესტრის ან სასწავლო წლის დამატება).

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეოერე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის - 2021 წლის 3 ნოემბერი;

დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის -2021 წლის 5 ნოემბერი.

სტიპენდია მოიცავს:

  1. უფასო სწავლას;
  2. თვიურ სტიპენდიას;
  3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

  დანართი 1
  დანართი 2
  ვიგოს უნივერსიტეტის მიმართულებები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა