სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი” 2014 წლის კონკურსი

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) აცხადებენ „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტს” 2014 წლის კონკურსს.

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველო მოქალაქე ნიჭიერ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას.
თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსება - 6 000 აშშ დოლარს. CRDF Global-სა და სსგფ–ში წარსადგენად მოითხოვება დოკუმენტაცია რომელიც უნდა მომზადდეს www.grdf.ge ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით.

CRDF –Global-სა და სსგფ-ში ინგლისურ ენაზე წარდგენილ საპროექტო წინადადებაში პროექტის ბიუჯეტი გაწერილი უნდა იყოს საგრანტო დაფინანსების მთლიან თანხაზე (არაუმეტეს 6 000 აშშ დოლარისა).
საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 19 მაისის 17:00 საათი.

ამასთან, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ აპლიკანტის განცხადების (დანართი 4) ორიგინალი არაუგვიანეს 2014 წლის 21 მაისის 18 საათისა.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: საიტი-1, საიტი-2


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა