ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო დევაძე 2022 წლის 13-19 თებერვალს იმყოფებოდა ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (UPV), ესპანეთის „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ნინო დევაძემ ერთი კვირის განმავლობაში სემინარები ჩაატარა ტურიზმის მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე ტურიზმის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.